რუსთავის თეატრში სპექტაკლი "სამი დის" პრემიერა შედგა

2026-03-29 14:04:24

28-29 მარტს რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში, ანტონ ჩეხოვის პიესის "სამი დას" პრემიერა შედგა.

თეატრმა ანტონ ჩეხოვის პიესა "სამი და" ახალი, ორიგინალლური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზა. 
სპექტაკლი წარმოდგენილი იყო ქორეოდრამის ფორმატში, სადაც სიტყვა მოძრაობით იცვლება და დრამატურგიული ტექსტი სხეულის ენით იწყებს საუბარს.  ჩეხოვის პიესა საკმაოდ ემოციურად მძიმე და ტრაგიკული პიესაა. რომელიც აღწერს სამი დის სასოწარკვეთილ ცხოვრებას. სპექტაკლმა ჟესტიკულაციით და მიმიკებით, უსიტყვოთ გადმოსცა ეს მძიმე და დაძაბული ემოციები რაც პიესაშია ჩაქსოვილი. 
მაყურებელი ემოციას ვერ მალავდა და ოვაციებით სრულდებოდა სპექტაკლის ყოველი სცევან. არამხოლოდ მაყურებელი არამედ თავად მსახიობებიც კი ტიროდნენ ისეთი ზეგავლენა მოახდინა ამ სპექტაკლმა. 

რეჟისურა და ქორეოგრაფია ეკუთვნის კოტე ფურცელაძეს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარ ქორეოგრაფს. მუსიკალური გაფორმება აგებულია ალფრედ შნიტკეს კომპოზიციებზე, რაც სპექტაკლის ემოციურ და ფსიქოლოგიურ ფონს განსაკუთრებულ სიმძაფრეს ანიჭებს.
სპექტაკლის ვიზუალური სამყარო შექმნილია მხატვარ გიორგი უსტიაშვილის მიერ, ხოლო კოსტიუმებზე იმუშავა ბარბარა ასლამაზმა. სპექტაკლის ტექნიკური რეჟისორია ლიზა გაფრინდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის დრამატულ თეატრში, პიესა "სამი დის" 27-28 მარტს შედგა, ეს თარიღები კი დაკავშირებულია  მსოფლიო თეატრის დღესთან. 27 მარტი თეატრის ხელოვნების მნიშვნელობას, მის გავლენას და მისიას უსვამს ხაზს.