სააღდგომო დასვენებები სკოლებში

2026-03-25 14:42:33

ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში სააღდგომო დასვენებები 9 აპრილს დაიწყება.

განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025-2026 სასწავლო წლის კალენდრის მიხედვით, 9, 10, 11, 12 და 13 აპრილი ოფიციალურად დასვენების დღეებია.

მეორე სემესტრის დასრულებამდე კიდევ 4 ოფიციალური დასვენების დღე იქნება: 9 მაისი - გამარჯვების დღე, 12 მაისი - ანდრია პირველწლოდებული დღე, 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე, 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

სასწავლო წელი კი 15 ივნისს  დასრილდება.