ყველის შებოლვა ჰიგიენური ნორმების დარღევით ხდებოდა

2026-03-25 13:47:07

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში არალეგალური ყველის შესაბოლი საწარმო გამოავლინა 
 ფიზიკური პირი მ. უ. (მის: ქ. თბილისი, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა N56) საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე. 
 არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, ობიექტზე აღმოჩნდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა შეუსაბამობების აღმოფხვრამდე. 
 სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.