2026-03-22 17:58:33
უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.
პატრიარქი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის გამავლობაში იყო ქართული მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე მოწყობილ საპატიო კორიდორში გამოატარეს და ამ გზაზე ათი ათასობის ადამიანს ბოლოჯერ ჰქონდა საშუალება გამომშვიდობებოდა ერის მამას.
ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს და 22 მარტის დილამდე სამოქალაქო პანაშვიდის დროს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ათიათასობით ადამიანს ჰქონდა საშუალება დამშვიდობებოდა მას.
შეგახსენებთ, რომ ილია მეორე ჯარნმთელობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში 16 მარტს გადაიყვანეს, თითქმის 20 საათიანი მცდელობის შემდეგ კი მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს და 17 მარტს ღამის საათებში პატრიარქის მოსაყდრემ შიო მუჯირმა სინოდის წევრებთან ერთად ერს ილია მეორის გარდაცვალება აცნობა.