ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე

2026-03-21 17:15:47

მთავარ ავტობანზე, გორის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს, სატვირთო ავტომობილი რომელსაც არმატურა გადაჰქონდა და "ვოლკსვაგენის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები. 

დეტალებს "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.