როდიდან ვერ შეძლებენ მოქალაქეები სამების ტაძარში შესვლას

2026-03-21 13:46:28

22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე, მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ, აღნიშნულ დროში ტაძარი მსახურებისთვის უნდა მოამზადონ.

დროის ამ მონაკვეთში მოქალაქეებს უფლება ექნებათ სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ეზოში, გაჩერდნენ.

მღვდელმსახურების განმარტებით, სამების საკათედრო ტაძარში კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე და მსახურებას კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქი თბილისში 11:00 საათზე ჩამოფრინდება და ის პატრიარქისთვის წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას.