კვიპროსზე ძარცვის ბრალდებით 3 საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2026-03-20 12:51:49

კვიპროსში, ლიმასოლში 40 მდიდრული სახლის გაძარცვის ბრალდებით 3 ქართველი დააკავეს. ინფრმაციას თურქული მედია "kibrispostasi" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბინაში, სადაც სამი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა, ჩატარდა ჩხრეკა და ამოიღეს სხვადასხვა ნივთმტკიცებულება. რომლის საფუძველზე მძარცველები დააკავეს.

ასევე, მძარცველებს კავშირი აქვთ მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის აფეთქების ინციდენტთან. ადგილობრივის მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რამაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩინა. პოლიციის გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ მანქანაში დაბალი ფეთქებადობის ბომბი იყო განთავსებული.