2026-03-19 19:57:45
რუსთავის ხრიდოლის კლუბის "ღვთის მებრძოლების" წარმატება კუნგ-ფუს საერთაშორისო ასპარეზზე.
2026 წლის 14-15 მარტს მცხეთაში, უმაღლესი დაოსტატების მცხეთის საჭიდაო სკოლის დარბაზში, კუნგ-ფუს ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გიმართა. ღონისძიება საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული.
ტურნირში მონაწილეობა საქართველოს სხვა და სხვა რეგიონის, 16 ორთაბრძოლების სკოლამ და კლუბმა მიიღო, ასევე სომხეთი-ს ნაკრებმა, 29 სპორტსმენის შემადგენლობით. შეჯიბრში ჩართული იყვნენ როგორც ვაჟები, ასევე გოგონები. მონაწილეთა საერთო რაოდენობამ 159 სპორტსმენი შეადგინა.
ჩემპიონატი გაიმართა კუნგ-ფუს ორ მიმართულებაში: ფაიტინგი (სრულკონტაქტიანი ორთაბრძოლა) და შუაიჯიაო (ჩინური ჭიდაობა).
ღონისძიების ფარგლებში, ტაოლუში საჩვენებელი გამოსვლა წარადგინა რუსთავის კლუბ „ვინ-ჩუნის“ 9 წლის სპორტსმენმა, ვიქტორია კოლესნიკოვამ. მისი მწვრთნელია რეზო ზარნაძე.
რუსთავის ხრიდოლის კლუბმა „ღვთის მებრძოლმა“ ტურნირში ოთხი სპორტსმენით მიიღო მონაწილეობა და შემდეგი შედეგები დააფიქსირა:
ოქროს მედლები: ელენე ჩაჩუა, ნიკოლოზ გოგოლაძე
ვერცხლის მედლები: ნიკოლოზ ასრათაშვილი, ანდრია აბულაძე