2026-03-18 20:49:35
აშშ-მა საქართველო სავიზო გირაოს პროგრამაში დაამატა - ტურისტული ვიზის მისაღებად მსურველებს 15 000 დოლარამდე დეპოზიტის გადახდა მოუწევთ.
2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის B1 / B2 კატეგორიის ვიზის მისაღებად წინასწარი დეპოზიტის გადახდა მოუწევთ.
დეპოზიტის მოთხოვნის პირობები შემდეგნაირია:
საქართველოს პასპორტის მქონე პირები ვალდებულები იქნებიან გადაიხადონ დეპოზიტი $ 5 000, $10 000 ან $15 000 სახით, რომლის ზუსტი ოდენობა სავიზო გასაუბრების დროს განისაზღვრება.
ფორმა I-352-ის წარდგენა და დეპოზიტის გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი, თუ ამას მოითხოვს კონსულ-ოფიცერი.
დეპოზიტის გადახდა არ ნიშნავს ვიზის დადასტურებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკონსულოს მითითების გარეშე გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.
დეპოზიტის პირობის თანახმად, ვიზის მფლობელი ვალდებულია აშშ-ში შევიდეს და ქვეყანა დატოვოს ჩამოთვლილი გამშვები პუნქტებიდან. წესის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა.
- ყველა კომერციული აეროპორტის გამშვები პუნქტი, მათ შორის აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის წინასწარი შემოწმების ლოკაციები.
- სავიზო დეპოზიტის მქონე პირებს არ აქვთ უფლება ისარგებლონ ჩარტერული რეისებით, კერძო ავიაციით, სახმელეთო ან საზღვაო გამშვები პუნქტებით.
სავიზო დეპოზიტის ავტომატურად ბრუნდება მას შემდეგ, რაც:
- შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დააფიქსირებს ვიზის მფლობელის მიერ აშშ-ის დატოვებას ქვეყანაში ყოფნის ნებადართული ვადის ამოწურვამდე;
- ვიზის მფლობელი არ გაემგზავრება აშშ-ში ვიზის ვადის ამოწურვამდე;
- ვიზის მფლობელი წარადგენს განაცხადს შესვლაზე, თუმცა აშშ-ის გამშვებ პუნქტზე მას უარს ეტყვიან ქვეყანაში შეშვებაზე.