უბედურ შემთხვევას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

2026-03-17 17:28:58

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში, ელემენტის გადაყლაპვის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მცირეწლოვანმა გოგონამ ელემენტი სათამაშოს გამოაძრო და გადაყლაპა.

ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართა, ბავშვი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.