სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავი ჩამოწვა

2026-03-16 15:06:27

 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

"ამ დროისთვის სპეციალისტების მიერ ფასდება არსებული ვითარება. ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო რისკების განსაზღვრის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგება საავტომობილო მოძრაობა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გადაადგილებისგან და დაელოდონ დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას." - ნათქვამია ინფორმაციაში