ქვემო ქართლში გზებზე გადაადგილება შეზღუდულია

2026-03-15 13:40:43

რთული მეტეოროლიური პირობების გამო გზებზე გადაადგილება შეზღუდულია. ამასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

"თოვის და ქარის  გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია",- ნათქვამია განცხადებაში.