"ბრალდებულებმა 161 პირისგან მოტყუებით მიიღეს ჯამში 10 726 497.95 ლარი"

2026-03-14 12:32:25

ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი ჯამში 10 726 497.95 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა დააფუძნეს შპს „სექტორი 7“ და თითქოსდა მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბინების გადაცემის პირობით, კომპანიის სახელით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს. აღნიშნულის საფუძველზე ბრალდებულებმა 161 პირისგან მოტყუებით მიიღეს ჯამში 10 726 497.95 ლარი, თუმცა, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ დაასრულეს და დაზარალებულებს შეძენილი ფართები საკუთრებაში არ გადასცეს, ხოლო თანხას თაღლითურად დაეუფლნენ",- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.