2026-03-13 17:58:32
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7290 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7321 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1261 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1564 ლარს შეადგენდა.