რუსთაველი გოგო სტრასბურგში ევროსაბჭოს კონგრესის დელეგატად მიიწვიეს

2026-03-11 11:48:39

რუსთაველი, დიანა გრიგორიანი სტრასბურგში ევროსაბჭოს კონგრესის დელეგატად მიიწვიეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დიანამ განუცხადა, საჭირო საკმაოდ რთული პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესში „Rejuvenating Politics“ ინიციატივის ფარგლებში 2026-2027 წლის მანდატით შეარჩიეს.

ის ერთადერთი წარმომადგენელი იქნება საქართველოდან.

"აღნიშნული მანდატის ფარგლებში მოწვეული ვარ კონგრესის 50-ე და 51-ე სესიებზე სტრასბურგში, სადაც სხვა ქვეყნების წარმომადგენელ დელეგატებთან და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ლიდერებთან ერთად ვიმუშავებ ახალგაზრდული ჩართულობის, ადგილობრივი დემოკრატიისა და მმართველობის გაძლიერების საკითხებზე",- გვითხრა დიანამ.

კონგრესის 50-ე სესიაზე დიანა გრიგორიანი ამ თვეში გაემგზავრება.