2026-03-05 17:49:42
მუნიციპალური განვითარების ფონმდა თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) ს-4 საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მე-2 მონაკვეთის საავტომობილო გზაზე შესასრულებელი მშენებლობა/მოდერნიზაციის სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს 36 თვის განმავლობაში, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე. თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) ს-4 საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მე-2 მონაკვეთის საავტომობილო გზაზე სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული, შესასრულებელი მოდერნიზაციისა და მშენებლობის სამუშაოების (შემდგომში სამუშაოები) სავარაუდო ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 140,629.740 ლარს.
"ინფო რუსთავის" კითხვაზე, როდის გამოცხადდება ავტობანის დასასრულებლად ტენდერი, მგფ-ში ზუსტი დრო არ დაგვისახელეს, თუმცა გვითხრეს, რომ უახლოეს მომავალში.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონმა თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა/მოდერნიზაციის ტენდერი გასული წლის 17 ოქტომბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა ერთმა, თურქულმა კომპანიამ მიიღო, თუმცა 113 მილიონიანი ელექტრონული ტენდერი მონაწილე კომპანიის ტექნიკური დოკუმენტაციის დისკვალიფიკაციის გამო ვერ შედგა.