აზერბაიჯანში ირანული დრონები ჩამოვარდა

2026-03-05 13:25:29

აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ირანიდან დრონებით შეტევა განხორციელდა. 

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

მათი ცნობით, დრონებით შეტევა მოხდა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აეროპორტზე და სოფელ შახარაბადში სკოლის შენობის მიმდებარედ, რა დროსაც დროს დაშავდა ორი ადამიანი და დაზიანდა ნახიჩევანის აეროპორტის შენობა.

ოფიციალური აზერბაიჯანი ირანის ისლამური რესპუბლიკისგან უმოკლეს დროში განმარტებასა და შესაბამისი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.

"5 მარტს შუადღეს ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე განხორციელდა დრონებით შეტევა.

ერთი დრონი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აეროპორტის ტერმინალის შენობას მოხვდა, ხოლო მეორე სოფელ შახარაბადში სკოლის სიახლოვეს ჩამოვარდა.

მკაცრად ვგმობთ ირანის ისლამური რესპუბლიკიდან განხორციელებულ დრონებით შეტევას, რომელმაც აეროპორტის შენობის დაზიანება და ორი ადამიანის დაშავება გამოიწვია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დარღვევას წარმოადგენს და რეგიონში დაძაბულობის გაზრდას ემსახურება.

ირანის ისლამური რესპუბლიკისგან მოვითხოვთ, უმოკლეს ვადაში, ახსნა-განმარტება, შესაბამისი გამოძიების ჩატარებას და აუცილებელი სასწრაფო ზომების მიღება იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსგავსი თავდასხმები მომავალში აღარ განმეორდეს.

აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას განახორციელოს შესაბამისი საპასუხო მოქმედებები",- ნათქვამია განცხადებაში.