როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

2026-03-01 13:09:51

ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება. განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სასწავლო კალენდრის მიხედვით, არდადეგები 14 მარტამდე გაგრძელდება.

მეორე სემესტრში საგაზაფხულო არდადეგების გარდა ასევე ოფიციალური დასვენების დღეებია: 3 მარტი- დედის დღე, 9 მაისი- გამარჯვების დღე, 12 მაისი- ანდრია პირველწლოდებული დღე, 17 მაისი- ოჯახის სიწმინდის დღე, 26 მაისი- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

გაზაფხულის სემესტრი დასრულდება 15 ივნისს და დაიწყება საზაფხულო 3 თვიანი არდადეგები.