რუსთავში სანაპიროს ქუჩაზე 11 სამარხია აღმოჩენილი

2026-02-25 18:26:55

რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე, სადაც რამდენიმე დღის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდიანრეობისას  20 საუკუნის წინანდელი სამარხები იპოვეს, არქეოლოგებმა აქტიური მუშაობა დაიწყეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის მუზეუმის ხელმძღვანელმა ნაზი პაჭიკაშვილმა განუცხადა, ნაპოვნია 11 სამარხი, საიდანაც ერთის ზედა ფენები უკვე გახსნილია, კიდევ ერთში კი 7 ინდივიდის დაკრძალვაა დადასტურებული.

აღნიშნული სამარხები არის კოლექტიური და მასში საუკუნეების წინათ ერთი ოჯახის წევრების დაკრძალვა ხდებოდა. 

კოლექტიური ტიპის სამარხები აღმოჩენელია ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზეც. ნაზი პაჭიკაშვილის თქმით, სანაპიროს ქუჩაზე აღმოჩენილი სამარხებით დასტურება, რომ ქალაქი გაშენებული იყო არამხოლოდ მტკვირს მარცხენა სანაპიროზე, არამედ მარჯვენა სანაპიროზეც.

"სამარხები აღნაგობის და ტიპოლოგიის მიხედვით თარიღდება IV - V, შესაძლოა VI საუკუნთაც. მუშაობის დასრულების შემდგ დაზუსტებული ინფორმაციაც გვექნება. სამარხები, როგორც წესი არის რიგირთი რუსთაველი მოქალაქეების, რომელთა დიდი ნაწილიც წარმოადგენდა ვაჭარ-ხელოსნებს, ეს არ არის ღატაკი ფენის, რადგან ამ ტიპის სამარხების აშენება დიდ ფინანსებს მოითხოვდა, ქვიშა-ქვის ფილებისგან არის დამზადებული, მათი მოჭრა, დამუშავება, შემდეგ ადგილზე მოტანა და ამოშენება მოითხოვდა ფინანსურ წყაროს",- განგვიცხადა ნაზიბროლა პაჭიკაშვილმა.

მისივე ცნობით, ერთდროულად 11 სამარხის პოვნა მცირე პერიმეტრზე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა სამარცხებიც იქნება.