2026-02-22 10:51:28
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვეროლით დასრულდა.
ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 არასრულწლოვანია.
ორმა ადამიანმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს