2026-02-20 22:01:30
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ცენტრალურ ხიდზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის დროს დაზიანებები მიიღო მოტოციკლიზ მძღოლმა და ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. როგორც სამედიცინი დაწესებულებაში გვითხრეს, პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და უკვე გაწერილია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.