2026-02-12 17:25:33
მესხიშვილის ქუჩაზე N10, N11 და N12 კორპუსებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელიც სამუშაოებს შეასრულებს რუსთავის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერზე თან დართული ინფორმაციის მიხედვით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასებული ხარჯთაღრიცხვები არაუმეტეს ქვემოთ მოცემული ღირებულებებისა:
მე-14 მკ/რ. N10 - არაუმეტეს 1 135 661.00 ლარი;
მე-14 მკ/რ. N11 - არაუმეტეს 1 034 645.00 ლარი;
მე-14 მკ/რ. N12 - არაუმეტეს 976 368.00 ლარი;
რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 146 674 ლარია გამოყოფილი და სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 210 კალენდარული დღეში უნდა შეასრულოს.