რუსთავში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით

2026-02-11 00:29:49

რუსთავში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.

11 თებერვლიდან აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი უარესდება.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"11 თებერვალს აღმოსავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება.  
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)",- ნათქვამია განცხადებაში.