საქართველოდან უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევეს

2026-02-10 12:28:41

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,  ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ირანის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, თურქმენეთის, პაკისტანის, უზბეკეთის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ისრაელის, ერაყის, იორდანიის, ნეპალის, კოტ-დივუარის, სუდანის, ტაჯიკეთის, ფილიპინებისა და შრი-ლანკის - ჯამში 80 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ",- ნათქვამია განცხადებაში.