2026-02-05 21:19:13
9 დღიანი პროტესტის შემდეგ რუსთავის აზოტის რამდენიმე ასეულ თანამშრომელსა და დირექციას შორის შეთანხმება შედგა.
შეთანხმების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ საწარმოში სამუშაო პროცესი დღეს აღდგება, დასაქმებულთა ხელფასი 200 ლარით მოიმატებს, ხელზე ასახები 160, 25%-იანი პრემია ფიქსირებულ ხელფასში შევა, პროტესტში ყოფნის დროს განაცდური დღეები ანაზღაურდება და საწარმო გამოიტანს სარჩელს, რომელიც სასამართლოში 100 დასაქმებულის წინააღმდეგ შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის აზოტში 21 იანვრიდან თანამშრომლებისგან დამოუკიდებელი მიზეზით საწარმოო პროცესი გაჩერდა. 28 იანვარს, მას შემდეგ, რაც დირექციის მხრიდან გაჟღერდა წინადადება, რომ ხელფასების 4%-ით მატება იგეგმებოდა, რამდენიმე ასეული თანამშრომელი პროტესტში ჩაერთო.
მათი მოთხოვნა ანაზღაურების არა რაიმე %-ით, არამდე 300 ლარით ითხოვდნენ. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა შედგა დირექციასა და პროტესტში მყოფ თანამშრომლებს შორის, თუმცა ყველა უშედეგოდ დასრულდა.
4 თებერვალს პროტესტმა რუსთავის აზოტიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მერიის წინ გადაინაცვლა. ასევე შედგა შეხვედრა ქალაქის მერს, ნინო ლაცაბიძესა და საწარმოში დასაქმებულ 100 თანამშრომელს შორის, რომელზე მერმა გააჟღერა, რომ ის დასაქმებულებსა და დირექციას შორის შუამავლის როლს შეასრულდება. 5 თებერვალს ჩაინიშნა შეხვედრა ქალაქის მერსა და რუსთავის აზოტის ხელმღვანელ პირებს შორის, რის შემდეგაც დაიგეგმა შეხვედრა მერის მონაწილეობით დირექციასა და საწარმოს თანამშრომლებს შორის.
სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე შედგა მხარეებს შორის შეთანხმება.