რუსთავში ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა [video]

2026-02-05 17:38:06

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მე-11 მიკრორაიონში ერთმანეთს "ოპლეის" მარკისა და "შკოდას" მარკის დაცვის პოლიციის ავტომობილები შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაცვის პოლიციის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, განათების ბოძს შეეჯახა და მოგლიჯა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.