2026-02-05 13:40:28
ამერიკაში 48 წლის ქართველი კაცი დააკავეს. მას ბრალად მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნივთების მოპარვა ედება. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დეპარტამენტმა 2025 წლის ოქტომბრიდან საცხოვრებელი სახლების ძარცვის შესახებ გამოძიება აქტიურად დაიწყო, რის შედეგადაც გრიგოლი ჩაფიჩაძე დააკავეს.
ჩაფიჩაძე ბრალდებული არის არაერთი საცხოვრებელი სახლის ძარცვაში როგორც გრინვიჩში, ასევე ქალაქ ნიუ კანაანში. ჩაფიჩაძის მიერ მოპარული ნივთების ჯამური ღირებულება, სავარაუდოდ, 1,015,115.00 აშშ დოლარს შეადგენს. 48 წლის ქართველს ბრალი ქურდობისა და შეთქმულების მუხლებით წაუყენეს.
როგორც გრინვიჩის პოლიცია იუწყება, ჩაფიჩაძეს გირაო სასამართლომ 5,000,000 აშშ დოლარის ოდენობით განუსაზღვრა.