რუსთავში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. კომპანია Georgian Building Group ქალაქში 4 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს.
თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი 4-სართულიანი იქნება და მასში 52 ბინა განთავსდება. ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული ზონა და საბავშვო მოედნები. კორსუსს ექნება მიწისქვეშა ავტოსადგომიც. კომპანია GBG მშენებლობაზე 50-მდე ადგილობრივ კადრს დაასაქმებს.
პროექტის პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. საცხოვრებელი კომპლექსის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ქვემო ქართლის გუბერატორმა გრიგოლ ნემსაძემ და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა ჩადეს.
Georgian Building Group-ი მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასებსა და განვადების მარტივ სისტემას სთავაზობს. ნახეთ ვიდეო.
ავტორი: ირმა კურტანიძე