რატომ მოგივიდათ გაზის გაზრდილი გადასახადი?

2026-01-30 17:53:22

ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში, აქტუალური გახდა თემა, რომელიც ბუნებრივი აირის გადასახადს უკავშირდება.

საკითხთს აქტიურად განიხილავენ რუსთაველებიც. მათ მიერ გავრცელებულ პოსტებში, იკვეთება წუხილი იმის შესახებ, რომ ბუნებრივი აირის გადასახადი გასაკვირად მაღალია.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა "სოკარგაზ ჯორჯიას" წარმომადგენელს.

ვიკითხეთ სავარაუდო მიზეზები, რის გამოც შესაძლოა აბონენტებმა, გაზის გაზრდილი გადასახადი მიიღეს.

"ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მთავარი მიზეზი არის რომ, მთლიანად მოხმარებამ მოიმატა, რადგან ცივი თვე იყო. დაახლოვებით 30-49% ით მოიმატა მოხმარებამ. მაგალითად შარშან იყო 9,5 მილიონი გაზის მიღება, წელს არის 11 მილიონამდე.  მოგვმართონ თითოეულმა აბონენტმა და ვნახავთ სხვა პრობლემა ხომ არ არის, ჟონვა ხომ არ არის ან რაიმე სხვა დაზიანება",- აღნიშნავს "სოკარგაზ ჯორჯიას" მენეჯერი.