2026-01-28 17:50:32
რუსთაველმა, თორნიკე მოდებაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლისთვის 40 000 დოლარის დაფინანსება მოიპოვა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას N24-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ განაცხადა, რომ სწავლა ფინანსების და მეწარმეობის ფაკულტეტზე სურს. მან ჩააბარა მისაღები გამოცდები (SAT) და აპლიკაცია აშშ-ს 10 უნივერსიტეტში გააგზავნა.
ის უკვე მიიღეს ისეთმა რეიტინგულმა უნივერსიტეტებმა, როგორიცაა Clark University, University of Rudgers და მიიღო 70%-იანი დაფინანსება (40 000 დოლარის).
რამდენიმე უნივერსიტეტისგან პასუხს აპრილში ელოდება და საბოლოოდ გააკეთებს თავის არჩევანს.