2026-01-28 14:02:24
რუსთავში მაჩაბლის N4-ში ნარკოდამოკიდებულთა დახმარების ჯგუფი გაიხსნა გაიხსნა.
ჯგუფში გაწევრიანებულები არიან ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულების დაძლევის გზაზე დგანან. მათი მიზანია, რეგულარული შეკრებებითა და პირადი გამოცდილებების გაზიარებით დახმარება გაუწიონ იმ პირებს, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალებებისთვის თავის დანებება სურთ.
"ჩვენ ვართ გამოჯანმრთელების გზაზე მდგარი ნარკომანები. ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოვცადეთ დამოკიდებულების მძიმე რეალობა და დღეს რეგულარულად ვიკრიბებით, რათა ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ, გამოცდილება გავუზიაროთ და სისუფთავე ერთად შევინარჩუნოთ. აქ არავინ გაფასებს, არავინ გასცემს მითითებებს ზემოდან და არავინ ითხოვს ახსნა-განმარტებებს - აქ მხოლოდ თანასწორობა, გულწრფელობა და ურთიერთგაგებაა.
ანონიმური ნარკომანების წევრობის ერთადერთი პირობაა ნარკოტიკების მოხმარების შეწყვეტის სურვილი. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხანია მოიხმარ, რა სცადე წარსულში ან რამდენჯერ გიცდია შეწყვეტა - თუ გაქვს სურვილი, აქ შენი ადგილია.
ანონიმური ნარკომანების საზოგადოების თითოეულ ჯგუფს მხოლოდ ერთი მთავარი მიზანი აქვს: მიაწვდინოს ჩვენი გზავნილი გამოჯანმრთელების შესაძლებლობის შესახებ მათ, ვინც ჯერ კიდევ ნარკოტიკებს მოიხმარს და დამოკიდებულებით იტანჯება. ჩვენ არ გთავაზობთ მარტივ გზას, მაგრამ გთავაზობთ რეალურ გზას, რომელიც ათასობით ადამიანმა უკვე გაიარა.
უკვე 60 წელზე მეტია, რაც ანონიმური ნარკომანების ძირითადი იდეა უცვლელი რჩება: ნებისმიერ ადამიანს, აბსოლუტურად ნებისმიერ დამოკიდებულს, შეუძლია შეწყვიტოს ნარკოტიკების მოხმარება, დაკარგოს მოხმარების სურვილი და იპოვოს ცხოვრების ახალი გზა - ღირსებით, სიმშვიდით და იმედით აღსავსე",- გვითხრეს ჯგუფში.