ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

2026-01-27 23:18:18

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ადგილობრივი მედიის, "აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითს შეეჯახა, რის შედეგადაც კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.