ქვემო ქართლში კაცმა ცოლი მოკლა

2026-01-27 16:13:26

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში ქმარმა ცოლი მოკლა.

არსებული ინფორმაციით, კაცმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა და სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს"  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ.