რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე, დაახლოებით 12 საათზე საცხოცოვრებელი სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის დროს საცხოვრებელ ბინაში არავინ იმყოფებოდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, გამათბობელზე გასაშრობად დატოვებული ტანსაცმელი იყო, რომელსაც ცეცხლი წაეკიდა.
როგორც „ინფო რუსთავისთვის“ ცნობილი გახდა, ცეცხლის გაჩენის შესახებ, პირველად მესამე სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა შეიტყო და 112-ში დარეკა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის ორი, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ხანძარის ლიკვიდაცია დროულად მოხერხდა. ნახეთ ვიდეო.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე