2026-01-26 15:19:47
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 096 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 2.17%-ით ზრდაზე მიუთითებს.
100-დოლარიან ნიშნულს ასცდა ვერცხლის ღირებულებაც. ამ მომენტისთვის 1 უნცია 109 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 5.57%-ით გაზრდილი ფასია.
ოქრო ძვირდება საქართველოშიც. უფრო კონკრეტულად კი, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 441 ლარია, 750-სინჯიანი - 330 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 258 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999-სინჯიანი 1 გრამის ღირებულება 9 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი - 7.20 ლარი ღირს.