ქუდრობის ფაქტი რუსთავში

2026-01-23 19:11:15

ქურდობის ფაქტი რუსთავში. 

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მე-16 მ/რ-ში ე.წ. "სტამბულის ბაზრის" ტერიტორიაზე 
55 წლამდე კაცმა ნაცნობს საფულე მოპარა.

კაცმა საფულეში არსებული საბანკო ბარათები გამოიყენა და იქვე არსებულ მარკეტებში პროდუქტი შეიძინა. 
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა კაცი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

მან დანაშაული აღიარა და მოპარული ნივთები მფლობელს დაუბრუნდა. 
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.