2026-01-23 17:20:17
გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს.
დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს.
მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს დააკავეს.
დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, ქართველი მამაკაცი დუისბურგში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.