რუსთაველი მოსწავლე სწავლას აშშ-ში გააგრძელებს

2026-01-21 14:48:59

რუსთაველი ანანო ბერულავა სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან-ფრანცისკოში "მინევრას უნივერსიტეტში" გააგრძელებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" 21-ე სკოლის მოსწავლემ განუცხადა, "მინევრას უნივერსიტეტში" მოსახვედრად საჭირო შიდა გამოცდები ჩააბარა. 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ჩარიცხვის შესახებ დადებითი პასუხი მიიღო და თან სწავლისთვის საჭირო 204 000 ამერიკული დოლარის დაფინანსებაც მოიპოვა.

ანანო ამერიკაში სასწავლებლად 2026 წლის სექტემბერში გაემგზავრება.