კაცმა ქუჩაში მოქალაქეს ხელჩანთა გასტაცა და მიიმალა

2026-01-20 11:18:20

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ფ.ა. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია მართლსაწინაარმდეგოდ დაუფლებული ხელჩანთა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.