2026-01-18 19:05:45
გლდანის შემოვლით გზაზე, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ინფორმაციას "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მოიცავს.