2026-01-18 17:45:16
რუსთავში ლეონიძის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელმაც სამუშაოები უნდა შეასრულოს, რუსთავის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერზე თანდართული ინფორმაციის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება ტაშკენტის კვეთიდან მესხიშვილის კვეთამდე არსებულ მონაკვეთზე. მოეწყობა ახალი გზის საფარი, ველო ბილიკი, ტროტუარები, ახალი განათების სისტემა და სხვა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 4 800 741 ლარია გამოყოფილი.