ევროპაში სწავლის გასაგრძელებლად 40 000 ევროს დაფინანსება კიდევ ერთმა რუსთაველმა მოიპოვა

2026-01-18 13:44:33

რუსთაველმა ანანო სოხაძემ ესპანეთში სწავლისთვის 40 000 ევროს დაფინანსება მოიპოვა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას N24-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ განაცხადა, რომ სწავლის გაგრძელება პოლიტიკური მეცნიერებებზე, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით სურს და აპლიკაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 10 უნივერსიტეტში გააგზავნა.

უკვე მიიღო ესპანეთში "სენტ ლუისის" უნივერსიტეტიდან ჩარიცხვის შესახებ პასუხი, სადაც ჩაირიცხა და 40 000 ევროს დაფინანსება მოიპოვა.

პასუხებს ელოდება კიდევ 9 ევროპული უნივერსიტეტიდან, რის შემდეგაც გადაწყვეტს, რომელ უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა.