პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

2026-01-18 12:23:17

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის, ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების, ასევე კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე,  სხვადასხვა ადგილებიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის:  „გამომშრალი მარიხუანა“ და „მდმა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს,  რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.