რუსთავში ვადაგასული პროდუქტის რეალიზებისთვის 2 მაღაზია დააჯარიმეს

2026-01-11 12:52:56

რუსთავში ვადაგასული პროდუქტების რეალიზებისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 მაღაზია დააჯარიმა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.

მისი ცნობით, ობიექტებს 500-500 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო დაჯარიმებული ობიექტების დასახელებისგან თავს იკავებს.