რუსთავსი რამდენ აბონენტს დაულუქეს ან ჩაუხსნეს გაზის დანადგარი

2025-12-30 17:36:12

2025  წელს რუსთავში სტანდარტების შეუსაბამობის გამო გაზის დანადგარი 2300 აბონენტს დაულუქეს ან ჩაუხსნეს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის"  წარმომადგენელმა, კონსტანტინე ზარნაძემ განუცხადა.

მისი ცნობით, 2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე აბონენტებისთვის გაზის დანადგარების ჩახსნა ან დალუქვა ყველაზე ხშირად 1 კამერიანი შიდა წვის გამაცხელებლების გამო ხდებოდა.

ზარნაძის ინფორმაციითვე, წლის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით 44 500 აბონენტის შემოწმება მოხდა. ეს არიან აბონენტების, რომლებიც კომპანიის წარმომადგენლებს მისვლის დროს სახლში დახვდათ და კარი გაუღეს.