როგორ მოვიზიდოთ ფინანსური სტაბილურობა 2026 წელს

2025-12-28 12:29:44

როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რა რიტუალები შეგვიძლია, ბედნიერებისა და ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად ჩავატაროთ და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მომდევნო წელს სურვილები აგვისრულდეს, თემაზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს:

დავიწყოთ ფიგურებით. 31 დეკემბერს ორი ფიგურა უნდა გვქონდეს. გველის წელია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 17 თებერვლამდე გაგრძელდება. ამიტომ, ნუ გავანაწყენებთ. გველის ფიგურა მაგიდაზე უნდა იყოს. მის გვერდით კი ცხენის ფიგურა. 17 თებერვალს გველი გადავა პანთეონში, მაგიდაზე დარჩება ცხენი.

სუფრაზე სამი რამ უნდა იყოს: ბროწეული, ლიმონი, მანდარინი.

მანდარინის ხის ტოტები, თუნდაც, ხელოვნური იყოს, უკვე კარგია, წარმატებას იზიდავს. ეს არის ჯანმრთელობის, სიხარულის, სიყვარულის, ბარაქის სიმბოლოები. ამიტომ, ეს სიმბოლოები თუ გვექნება, იგივე ნაძვის ხესთან, ეს უკვე კარგია. ბარაქის, სიხარულის, ჯანმრთელობის ენერგიას იზიდავს.

ფიგურებს შორის სანთელი უნდა ავანთოთ. ახალი წლის დადგომამდე, ნახევარი საათით ადრე, ჯერ წინა წელს მიაგეთ პატივი. თუ ცუდი იყო, რაღაც ცუდი წაიღო. თუ კარგი იყო, მადლობა მას. წინა წელს მადლობა გადაუხადეთ. ახალი წელი რომ დადგება, სანთელი კვლავ უნდა გვენთოს.

ახალი წელი რომ დაიწყება და ერთმანეთს მივულოცავთ, ამის შემდეგ დრო იხელთეთ და სანთელს ერთი განსაკუთრებული, საკრალური სურვილი სთხოვეთ. ცეცხლის ენერგიაა, ამიტომ ესაუბრეთ მას. ნუ იფიქრებთ, რომ ბავშვური სათამაშოა. ძალიან ძლიერი ენერგიები მიდის.

ფინანსური ბარაქისთვის:
რკინის 1-ლარიანი გვქონდეს. 1-ლარიანს ზუსტად სანთელსა და ცხენისა და გველის ფიგურებს შორის ვდებთ. მას შემდეგ, რაც სანთელს საერთო სურვილი ჩაუთქვით, გაქვთ საშუალება, ერთი ფინანსური სურვილი ჩაუთქვათ.

გარდა ამისა, სუფრაზე თეფშის ქვეშ ოჯახის თითოეულმა წევრმა ასევე შეიძლება, 1-ლარიანი ჩადოს. ამ დროს ჩაუთქვით, რა გინდათ მოხდეს, რომ ის 1-ლარიანი გაცილებით მეტი თანხის მომტანი გახდეს. იმ 1-ლარიანს, რომელიც სანთელთან დევს, ასევე იმ 1-ლარიანს, რომელიც თქვენი თეფშის ქვეშაა, დილით აიღებთ და ჩაიდებთ საფულეში და მთელი წელი ატარებთ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.