რომელ საათზე შემოვა რუსთავში კოკა-კოლას ქარავანი და რა ქუჩებს გაივლის

2025-12-23 14:12:45

კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი რუსთავში დღეს, 23 დეკემბერს ჩამოვა.

როგორც კომპანია "კოკა-კოლა ბოთლეს ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საახალწლო ქარავანი გაივლის შემდეგ ქუჩებს: თბილისის შემოვლითი გზა, რუსთავი, დავით კლდიაშვილის ქუჩა, მეგობრობის გამზირი, ძველი რუსთავი, კოსტავას გამზირი, ფიროსმანის ქუჩა, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა, სუმგაით მეტალურგთა ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, შემდეგ ისევ კოსტავას გამზირზე, მეგობრობის გამზირი და ბოლოს მაკდონალდსის შენობასთან გაჩერდებიან.

არსებული ინფორმაციით, ქარავანი ქალაქში დაახლოებით 19:00 საათისთვის იქნება.