2025-12-23 12:01:20
22 დეკემბერს გარდაბანში საახალწლო ნაძვის ხის დაწვის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში გვითხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყეს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.