2025-12-19 23:52:33
ავარიის შედეგად დაშავებული გარდაიცვალა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევა 3 დღის წინ თელავში, მშვიდობის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი 65 წლის კაცს დაეჯახა. დაშავებული უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.