2025-12-19 17:14:26
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა.
ცეცხლი გამთენიისას ოდა სახლს მოედო, სადაც 60 წლამდე ქალს და მის ხანდაზმულ დედას ეძინათ. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა, დაზიანებას გადაურჩნენ იმავე ეზოში განთავსებულ მეორე სახლი და იქ მყოფი ბავშვები.
ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.